“ბენფიკას” პრეზიდენტი: “ეს არის შავი ფურცელი პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში”
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში “ბენფიკამ” მოედანზე ცხრა ფეხბურთელით გამოსული “ბელენენსეში” არ დაინდო და პირველ ტაიმში მეტოქეს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩი მეორე ტაიმში მოედანზე ექვსი ფეხბურთელის ყოფნის გამო ჩაიშალა.
“მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო. ეს არის შავი ფურცელი პორტუგალიური ფეხბურთისა და მთელი ქვეყნის ისტორიაში. “ბენფიკა” წესების მიხედვით მოქმედებდა, “ბელენენსეშიც” იძულებული იყო, რომ ეთამაშა. მოედანზე რომ არ გავსულიყავით, ტექნიკურ წაგებად ჩაგვეთვლებოდა.
უნდა გვრცხვენოდეს იმის, რაც მოხდა. თუმცა “ბენფიკა” პასუხისმგებელი არ არის. ჩვენთვისაც ძალიან არასასიამოვნო იყო ასეთ პირობებში თამაში.
მატჩის წინ არც კი ვიცოდით, მეტოქე ცხრა ფეხბურთელით რომ აპირებდა მოედანზე გამოსვლას. გვესმის, თუ რამდენად რთულია მათი მდგომარეობა ახლა. გასულ წელს კოვიდის გამო ბევრი მატჩი წავაგეთ,” – განაცხადა “ბენფიკას” პრეზიდენტმა, რუი კოშტამ.