ბენზემა: “აზარის საუკეთესო ვერსია გვინდა”
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ გუნდის გარემარბ ედენ აზარის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-20 ტურში “ალავესის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (4:1) გოლი გაიტანა და შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
“აზარი “ჩელსიში” კარგად თამაშობდა. ახლა მან ახალი ისტორია “რეალისთვის” უნდა დაწეროს. ის თავს კარგად გრძნობს. აზარმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა. ედენი ძალიან ბევრს მუშაობს. ჩვენ აზარის საუკეთესო ვერსიის ხილვა გვინდა”, – ბენზემას კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.
ედენ აზარმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ შვიდ მატჩში ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.