ბენზემა: “ხალხი ყოველთვის აკრიტიკებდა დიდ ფეხბურთელებს”
საკმაოდ დიდი ხანია, რაც მადრიდული პუბლიკა უკმაყოფილოდ არის განწყობილი “ბლანკოსის” ფრანგი თავდამსხმელის, კარიმ ბენზემასადმი და კლუბიდან მის წასვლას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთლმა გააკეთა.
“ფეხბურთს ვთამაშობ, რათა თანაგუნდელებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და ყველაფერი მოვიგოთ, რისი მოგებაც შესაძლებელია,” – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი Vanity Fair-თან საუბრისას.
“ძალიან არ მომწონს, როდესაც ხალხი მაშინაც უკმაყოფილოა ჩემით, როდესაც კარგად ვთამაშობ, მაგრამ გოლი არ გამაქვს. მე ფანების იმ კატეგორიას ვაფასებ, რომელიც ჩემს მიერ გაწეულ სამუშაოს ამჩნევს.
მათ, ვინც მოედანზე სტვენისთვის არის მოსული, შეუძლიათ მისტვინონ. ხალხი დიდ ფეხბურთელებს ყოველთვის აკრიტიკებდა. სწორედ ჩვენ ვყიდით გაზეთებს. არ მჭირდება გაზეთის ყიდვა იმის გასაგებად, თუ როდის ვთამაშობ კარგად და როდის – არა,” – დაამატა ბენზემამ.