ბენზემა “კლასიკოს” მაინც გამოტოვებს?

თარიღი: ნოემბერი 20, 2015

ფრანგი თავდამსხმელი სრულად გამოჯანმრთელებული არაა.

ესპანური გამოცემა AS-ის თანახმად, კარიმ ბენზემა რვა ოქტომბერს სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მიღებული ბარძაყის ტრავმის სრულად მორჩენას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. სავარაუდოდ, “ბარსელონასთან” შეხვედრაში მას რაფაელ ბენიტესი სათადარიგოთა სკამზე დატოვებს.

გარდა ამისა, გამოცემა იუწყება, რომ ბენზემას ტრავმა ისკოსა და ხამეს როდრიგესს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსს აძლევს. მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი მათგანი მარცხენა ფლანგზე დაიკავებს ადგილს, ხოლო ფორვარდის პოზიციაზე, ბენზემას ადგილზე, კრიშტიანუ რონალდუ ითამაშებს.

შეგახსენებთ, “ელ კლასიკო” შაბათს, 21 ნოემბერს, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.

მსგავსი სიახლეები