ბენზემა: “ლიონში” კარიერის დასრულება? რატომაც არა?”

თარიღი: აპრილი 18, 2020

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, “ლიონის” ოფიციალურ ტელევიზიასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ ბენზემა “ბლანკოსში” სოწრედ ფრანგული კლუბიდან გადაბარგდა.

“ლიონის” დამსახურებაა ყველაფერი, რაც ახლა მაქვს, რასაც ახლა წარმოვადგენ. რაც შეეხება დაბრუნებას, ვფიქრობ, ახლა შესაფერისი მომენტი არ არის. მინდა “რეალთან” ერთად ისტორიის წერა გავაგრძელო. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ.

თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. “ლიონში” კარიერის დასრულება? რატომაც არა?” – განაცხადა ბენზემამ.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ კარიმი “ლიონიდან” “რეალში” 2009 წელს გადავიდა და მას სემდეგ 241 გოლის გატანა შეძლო “სამეფო კლუბის” მაისურით.

მსგავსი სიახლეები