ბენზემას მიღწევა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ალავესი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მატჩში პირველი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, რითაც საინტერესო შედეგი დააფიქსირა. კერძოდ, ფრანგ ფეხბურთელს პრიმერადივიზიონის ყველა კლუბისთვის აქვს გოლი გატანილი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. ბენზემამ 2009 წლის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში 31 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.
პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში კარიმ ბენზემამ ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ფრანგ თავდამსხმელს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში სულ 237 მატჩი აქვს ჩატარებული და 120 გოლი გატანილი.