ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნების შანსი აქვს
საფრანგეთში ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, რაც კარიმ ბენზემასთვის ნაკრებში დაბრუნების შანსს წარმოადგენს. ბენზეამს დაბრუნების იდეას მხარს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მიშელ მულინი უჭერს.
როგორც იცით, 33 წლის კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. ყოველივე ამის მიზეზი ბენზემას მხრიდან ვალბუენას შანტაჟი გახლავთ.
“დიდიე დეშამი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი თანამშრომელია. თუ მას ზემოდან ეტყვიან, რომ ბენზემა ათამაშოს, ამის გაკეთება მოუწევს. კარიმი დიდებული ფორვარდია,” – აცხადებს მულინი.
საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთის მიუხედავად, კარიმ ბენზემას ფორმა არ დაუკარგავს და “რეალის” ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად რჩებოდა. მადრიდულ გრანდში ჩატარებულ 533 შეხვედრაში კარიმს 261 გოლი აქვს გატანილი.