ბექა ბურჯანაძე ესპანეთში ბომბარდირობას აგრძელებს
ბექა ბურჯანაძე ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს. მორიგ ტურში ქართველი ლეგიონერის გუნდმა „კორუნამ“ ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „პლანასას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულის სხვაობით – 60:62 დამარცხდა.
არადა, ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით ლაკორუნიელები მეტოქეს ერთხანს 12 ქულითაც უგებდნენ, თუცა ხელჩასაჭიდი ლიდერობა ვერ შეინარჩუნეს და დასანანი მარცხი იწვნიეს.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მთლიანობაში კი ბექამ 24 წუთი ითამაშა და 14 ქულით თავისიანთაგან ბომბარდირი გახდა. საქართველოს ნაკრების წევრმა 5-დან 2 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად ბურჯანაძემ 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
4 მოგებითა და 7 მარცხით ბურჯანაძის გუნდი ცხრილში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ლაკორუნიელებს 14 დეკემბერს, „კოკინასთან“ ელით
GBF.GE