ბექა მიქელთაძე: “რა იქნება “დინამოს” მიზანი? რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!”

თარიღი: აპრილი 9, 2017

დღეს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ შეხვედრაში, “ჩელე არენაზე” ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. დედაქლააქელთა მხრიდან გამარჯვების გოლის გატანა 90-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ მოახერხა.

Fanebi.Com-ი ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– შეაფასე შეხვედრა…

– არ შემიძლია, არ აღვნიშნო მინდვრის საფარი. ეს საშინელება იყო. ასეთ პირობებში თამაში, უბრალოდ, არ შეიძლება. მაგრამ, დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო. ვერაფერმა შეგვაჩერა და ასეც მოხდა. სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა, ბევრს ეგონა, რომ ასეთ შედეგებს ვერ მივაღწევდით, თუმცა ორი წაგების შემდეგ ყველაფერი გავაანალიზეთ და ერთიანობით აქამდე მოვედით. ზედიზედ სამი თამაშის მოგება, მით უმეტეს, ასეთ გუნდებთან ადვილი ნამდვილად არაა.

– ორი წაგებული მატჩი ახსენე. იმ თამაშების შემდეგ, სამ ისეთ კლუბს მოუგეთ, რომლებმაც წინა ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარეს და ევროტურნირების შესარჩევ ეტაპებზეც გავიდნენ. რამ განაპირობა ეს? რა შეცვალეთ თამაშში?

– გადაავლეთ თვალი ფეხბურთელებს, ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან. ჩვენი საშუალო ასაკი, მგონი, 21 წელია. ზოგი პირველად თამაშობს უმაღლეს ლიგაში. გაიხსენეთ, 17 წლის ჩაკვეტაძე, 18 წლის ლოჩოშვილი. სხვა 16-17 წლის სპორტსმენები არ გამოგრჩეთ, კუცია, ნინია. სწორედ გამოუცდელობამ განაპირობა იმ ორ მატჩში წაგება. თუმცა, შემდეგ ყველა ერთად დავსხედით, მთავარი შეცდომები გავაანალიზეთ, მათ აღმოფხვრაზე გავაკეთეთ აქცენტი. ცოტა გამოცდილებაც მოვიდა. შედეგიც არის! ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.

– მიზანი? ჩემპიონობა?

– რა თქმა უნდა! თბილისის “დინამოს” მიზანი, აბა, რა იქნება.

– კაჭარავამ გუნდში ჯარიმები შემოიღო. რას ფიქრობ ამაზე?

– ეს ჯარიმა არავის დაკისრებია. ამ საკითხზე მეტის თქმა არ მსურს.

– პირად კარიერაზე გკითხავ: ჯერ უცხოეთიდან გქონდა რაიმე შემოთავაზება?

– სერიოზული არაფერი. ჯერჯერობით, “დინამოს” ფეხბურთელი ვარ და აქაც ბევრი რამე მაქვს დასამტკიცებელი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ზესტაფონისთვის” გოლს დირექტორი ჯაბა დვალიც იტანს (ვიდეო)

“ზესტაფონის” ლეგენდარული თავდამსხმელი ჯაბა დვალი გოლების გატანას 2021 წელსაც ახერხებს. 36 წლის დვალი მე-4 ლიგელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ილია ბერიაშვილის თავური გოლი “როტორში (ვიდეო)

ცენტრალუმა მცველმა ილია ბერიაშვილმა “როტორში” სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. “როტორმა” “სპარტაკის” მე-2 გუნდთან 1-1 ით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე ბო*ის გამო” – ვანდა ნარა მაურო იკარდის დაშორდ

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ მაურო იკარდისა და ვანდა ნარას გზები გაიყარა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ვანდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირლანდიაში მეკარე მოედნიდან თანაგუნდელის ცემის გამო გააძევეს (ვიდეო)

ირლანდიაში უმაღლეს ჩემპიონატში მომხდარმა ეპიზოდმა სოციალური ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. “გლენტორანის” მეკარემ მეორე გოლის გაშვების [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნემანია მატიჩი: “14 ქულა გვაქვს, ჯერ კიდევ ტიტულისთვის ბრძოლაში ვართ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ნემანია მატიჩი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგების მიუხედავად ოპტიმიზმს ინარჩუნებს. “ძალიან ვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “სალაჰი ახლა მსოფლიოში საუკეთესოა, ვინ დგას მასზე მაღლა?”

პრემიერ ლიგის მერვე ტურში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა მოჰამედ სალაჰმა და “ლივერპულმა”. “სკაუზერებმა” კლაუდიო რანიერის “უოტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ჰოლანდის ალტერნატივას “ფიორენტინაში” მიაკვლია

არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომადინარე კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელების იმედები დაკარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესამე მშრალი მატჩი – როგორი იყო რონალდუს სტატისტიკა “ლესტერთან”?

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მერვე ტურის მატჩში მორიგი კრახი განიცადა. ოლე გუნარ სულშერის შეგირდები გასვლაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” ბარელას დამატება სურს

“ლივერპული” მილანის “ინტერის” შუახაზელ ნიკოლო ბარელათი დაინტერესდა. “ენფილდროუდელები” 24 წლის იტალიელი საყრდენი ნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირაკლი აზაროვის საოცარი გოლი “შუქურას” კარში (ვიდეო)

ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველმა “შუქურას” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ირაკლის გოლი საოცრად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მე ყველაფერს გავაკეთებდი მესის შესანარჩუნებლად”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესის კლუბიდან გაშვების საკითხი განიხილა. “რონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუჩანო სპალეტის მანქანა მოპარეს (ფოტო)

La Gazzetta dello Sport-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მანქანა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრა: “დავიღალე! რით დაიმსახურა მესიმ ოქროს ბურთი?”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა წევრმა, პატრის ევრამ, სატელევიზიო ეთერში საუბრისას ლეო მესის […]...
წაკითხვა