ბექა ქურდაძე: “იმედია ქართული ფეხბურთი აღორძინდება და აქედან წასვლა არავის დასჭირდება”

თარიღი: ივლისი 20, 2014

17 წლის ბექა ქურდაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარეა. ახალგაზრდა მოთამაშე 19-წლამდე ნაკრების მნიშნველოვანი ფიგურაა. ბექას გუშინ დავუკავშირდით და საუბარი ფეხბურთში მისი პირველი ნაბიჯებით დავიწყეთ. 

– ფეხბურთი ბაბუამ, ბაჩანა ქურდაძემ შემაყვარა, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო. მისი დაჟინებული თხოვნით შევედი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “მემორიალში”, სადაც ფეხბურთით საბოლოოდ ჩემმა პირველმა გამზრდელმა და მწვრთნელმა მერაბ სილაგაძემ “დამაავადა”, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

13 წლის ასაკში 14-წლამდელთა ნაკრებში მოვხვდი. ბატონ ნოდარ აკობიამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა და თავდაუზოგავი ჟინით ამავსო. ნაკრების შემადგენლობაში შვედეთში გასამართ ტურნირზე გავემგზავრეთ, საიდანაც ოქროს მედლებით დავბრუნდით.

– შემდეგ “საბურთალოში” მოხვდი… 

– “საბურთალოში” 2010 წლიდან ვირიცხები. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლიერებას გამოვხატავ ამ კლუბისადმი. როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად ძალიან მეხმარება ბატონ ლევან ჭულუხაძისა და ბატონ დავით დუიშვილის ერთობლივი სამწვრთნელო ტაქტიკა. დავით დუიშვილის რჩევები და გამხნევება უდიდეს ენერგიას მმატებს, განსაკუთრებით წაგების მომენტებში, რაც სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

902774_378284352284740_698714115_o

– 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ელიტ-რაუდნზე მოგიწია თამაში. როგორ შეაფასებდი ამ ტურნირს? 

– საკმაოდ მაღალი დონის, კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო, სადაც მაღალი კლასის ნაკრებები ასპარეზობდნენ. მასში მონაწილეობა ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო.

პირადად ჩემთვისაც განსაკუთრებული ტურნირი იყო, რაადგან 2 წლით უფროსებთან ვითამაშე, რის გამოც უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ ვასილ მაისურაძეს და ბატონ თემურ ჩარკვიანს.

– კარგი სტარტის შემდეგ ისრაელთან გამართულ მატჩში დავმარცხდით. რა იყო ამის მთავარი მიზეზი? 
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღესაც ძალზედ მტკივნეულია ჩემთვის. შვეიცარიის და კვიპროსის დამარცხების შემდეგ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ისრაელთან ფრეც გვყოფნიდა, თუმცა სამწუხაროდ დავმარცხდით.
მიზეზი? შეიძლება გამარჯვებაში დარწმუნებულები ვიყავით, მოვდუნდით. ფეხბურთი კი ამას არცერთი წუთით არ გაპატიებს. ან უბრალოდ ფორტუნა არ იყო ჩვენს მხარეს. ისრაელთან წაგებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა, გამიჩინა დიდი სინანული, მაგრამ ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებ.
1463602_481963688583472_138977265_n
– შენს საკლუბო კარიერაზეც ვისაუბროთ. რას ელი მომავალი სეზონისგან?
– გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებულად მიმდინარეობს ჩვენი შემდგომი სეზონისთვის მზადება. პირობები საუკეთესო გვაქვს, ენთუზიაზმი დიდია. გუნდი ერთი ოჯახი ვართ და ერთობა ყოველთვის იმარჯვებს. გასული სეზონთან შედარებით დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონს უკეთ ჩავატარებთ, რადგან დიდი გამოცდილება მივიღეთ.
– და ბოლოს, შენს სამომავლო გეგმებზე რომ გვითხრა
– ალბათ, გარკვეული დროს შემდეგ დავდგები იმ ფაქტის წინაშე, რომ კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ მომიწევს. თუმცა, ღმერთია მოწმე, რომ ეს არ არის ჩემი მიზანი.
გულწრფელად ვამბობ, ჩემი ოცნება ჩემს ქვეყანაში, ჩემს ძმასთან ერთად დიდი ფეხბურთის თამაშია. ჩემი ცისა და დროშის ქვეში, ჩვენი გულშემატკივრების გამამხნევებელი შეძახილებით. მინდა დიდი სიხარული მივანიჭო ჩემს ხალხს და ჩემი დედის ნათელ ხსოვნას. იმედია ქართული ფეხბურთი აღორძინდება და აქედან წასვლა არავის დასჭირდება.
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰარი კეინმა პოჩეტინოს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა

19 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებით ბევრისთვის მოულოდნე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია!

ლონდონის “ტოტენჰემს” ამიერიდან ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა დღეს მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მხითარიანი: “იტალიელები სომხებს ჰგვანან”

“რომას” ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა იტალიურ გარემოზე ისაუბრა. სომეხი ფეხბურთელი ამბობს, რომ იტალიელები ხასიათით სომხებს ჰგვანან. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგიის ნაკრები ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია

ბელგიის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია. “წითელ ეშმაკებს” სამშაბათამდე აქტივში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან პერიშიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ივან პერიშიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. “მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, საუკეთესო მე-3 ადგილოსანი აღმოჩნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვეინალდუმისა და დე იონგის ჟესტი გოლის შემდეგ (ფოტო, ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჰოლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო კოვაჩიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, მატეო კოვაჩიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა

ლონდონის “ტოტენჰემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრც...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა, ხორვატიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით, 2-1 დამარცხდა. ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი: “ყველაზე მეტად “სევილიას” სტადიონზე თამაში არ მიყვარს̶

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტადიონი, რომელზეც ყველაზე მეტად არ უყვარს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიტუაცია გამოუვალია – პოჩეტინო დენიელ ლევის შეხვდა

“ტოტენჰემში” არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით კლუბის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ერთმანეთს შეხვდნენ. The Telegraph-ის ცნობით, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატია – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხორვატიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ისევ ლუის ენრიკე გაწვრთნის. ეს ინფორმაცია დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარი: “ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”

მადრიდის “რეალის” შემტევმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ კარიმ ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. “ბენზემასთან ერთად [&...
წაკითხვა