ბექჰემი: “ტოტის გამო, “რომაში” თითქმის გადავედი”
დევიდ ბექჰემმა ფრანჩესკო ტოტისთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.
“ამერიკაში თამაშის დროს, ცოტა დამაკლდა, რომ “რომაში” გადავსულიყავი. ამის შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა. უმთავრესი მიზეზი კი რომაული კლუბის ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი იყო. მის გვერდით თამაში განსაკუთრებული იქნებოდა. როცა ტოტის წინააღმდეგ გამოვდიოდი მინდორზე, ის მატჩებიც ძალიან დასამახსოვრებელი იყო,” – განაცხადა დევიდმა.