ბექჰემმა მოიწონა
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა ეროვნული გუნდის კაპიტნის პოზიციაზე უეინ რუნის არჩევა მოიწონა. ბექჰემის თქმით, აღნიშნულ საპასუხისმგებლო როლს რუნი იდეალურად შეეფერება.
“დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნის პოზიციაზე რუნი იდეალური ვარიანტია. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე და დანარჩენი მოთამაშეებისთვის მაგალითიც გახდება. უეინი არასდროს არ იმალება, პრობლემებს არ გაურბის, რაც კაპიტნისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა. ის ყურადღების ცენტრში რჩება არამხოლოდ კარგი მომენტის დროს, არამედ წარუმატებლობის წუთებშიც”, – ბექჰემის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ კაპიტნად არჩევის შემდეგ პირველი მატჩი ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და “სამმა ლომმა” სწორედ მის მიერ რეალიზებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოიგო (1:0).