ბერბატოვი საუკეთესო თანაგუნდელზე: “თითქოს ერთმანეთთან ვიწექით”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავ დიმიტარ ბერბატოვს ისეთი ფეხბურთელების გვერდით აქვს ნათამაშები, როგორებიც უეინ რუნი, კარლოს ტევესი და კინი არიან. მაგრამ, როდესაც საუკეთესო პარტნიორის არჩევა სთხოვეს, მან მოულოდნელი არჩევანი გააკეთა.
“რუნისთან და კინთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. დიდი პატივისცემა გვაკავშირებდა. ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეძლიერებინა ერთმანეთი, კომუნიკაციაც ბრწყინვალე გვქონდა.
“ლევერკუზენში” იყო ფეხბურთელი, სახელად ფრანსა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი გოლი გაგვქონდა. ერთხელ “ბაიერნის” განადგურებაც შევძელით (4-1). ორივემ დუბლი გავიფორმეთ.
ის ვერც ინგლისურად საუბრობდა და ვერც გერმანულად. ასე რომ, მოედნის გარეთ ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. თუმცა ვხედავდი, როგორ ვარჯიშობდა და თამაშობდა ის.
როდესაც მოედანზე ვიყავით, თითქოს ერთმანეთთან ვიწექით. ძალიან მსიამოვნებდა მასთან ერთად თამაში. დაუჯერებელი იყო. ეგოისტურობა საერთოდ არ იგრძნობოდა. როდესაც უკეთ პოზიციაში ვიყავი, პასს ყოველთვის მაძლევდა. ძალაინ დამეხმარა მასთან თამაში,” – აცხადებს ბერბატოვი.