ბერბატოვმა “ლივერპულის” კარში გაფორმებულ ჰეთ-ტრიკზე ისაუბრა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, დიმიტარ ბერბატოვმა, კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გაიხსენა. საუბარია “ლივერპულთან” “ოლდ ტრაფორდზე” მოპოვებულ გამარჯვებაზე (3-2), რომელშიც ბულგარელმა თავდამსხმელმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.
“როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ხარ და “ოლდ ტრაფორდზე” თამაშობ, შენი მეტოქე უდიდესი ზეწოლის ქვეშ ექცევა. ყოველთვის ბოლო წუთებზე გაგვქონდა გამარჯვების გოლები. ჰაერში იგრძნობოდა ეს ყველაფერი, იცოდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო.
იმ დღეს დარწმუნებული ვიყავი, რომ კიდევ ერთხელ თუ მივიღებდი შანსს, აუცილებლად გავიტანდი გოლს. ბევრი ფეხბურთელი იყო მეტოქეთა მხრიდან, მაგრამ თავდამსხმელის მოვალეობა სივრცეების პოვნაა. ზოგჯერ, შეიძლება გაგიმართლოს. სწორედ ასეთი რამ მოხდა მაშინ.
ახალგაზრდა ვიყავი და ბევრი მეუბნებოდა, რომ ერთი წამით ადრეც რომ ავმხტარიყავი, მეტოქეზე უპირატესობა მექნებოდა. კარაგერს ერთი წამით დავასწარი ახტომა, ბურთის მიღება გამიადვილდა, თავით გავიტანე.
თამაში დამთავრდა. ჩვენ გავიმარჯვეთ. დაუჯერებელი გრძნობა იყო, ვერაფერს ვხედავდი, ბრმად მივრბოდი. საოცარი რამ იყო,” – აცხადებს ბერბატოვი.