ბერბატოვს “ფულჰემიდან” წასვლა სურს
ბულგარელ ფეხბურთელს, დიმიტარ ბერბატოვს იანვარში “ფულჰემის” დატოვება სურს, ამის შესახებ განცხადებას მოთამაშის აგენტი, ემილ დანტჩევი აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ “ფულჰემი” მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში ცუდად გამოდის და სატურნირო ცხრილში მეთვრამეტე ადგილს იკავებს.
“არ მიყვარს იმაზე საუბარი, რა მოხდება მომავალში. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ბერბატოვი “ფულჰემში” თავს კარგად ვერ გრძნობს და არ არის გამორიცხული, მან იანვარში გუნდი გამოიცვალოს”, – ამბობს ბერბატოვი.