ბერიკა შუკაკიძე: “აბერდინთან” გამარჯვება გმირობა იქნება”
საჩხერის “ჩიხურას” დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ “ფოლას” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“პირველ რიგში მინდა მივულოცო “საბურთალოს”, “დინამოს”, “ჩიხურას” და ძალიან ბევრი სკეპტიკოსისთვის არის პასუხი, რომ ეროვნული გუნდები თავის შედეგებს აჩვენებენ. მწვრთნელს ძალიან კარგად ჰქონდა დაგეგმილი, მისი გეგმის მიხედვით წარიმართა პირველი ტაიმი, მე-2 ნახევარში ვერ ვაჩვენეთ ჩვენი თამაში, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ხვალ თამაშობს “აბერდინი” და “როვანიემი”. დიდი ალბათობით, “აბერდინი” გვეწვევა 25-ში, ვემზადებით მთელი მონდომებით, ეს იყო ძალიან დიდი მოტივაცია იმის ფონზე, რომ ქართული კლუბები ვერ ახერხებდნენ ეტაპების გადალახვას. ბუნებრივია, “აბერდინი”, ეს არის დიდი ბრენდი, ცნობილი გუნდია, თუმცა ეს ის ‘აბერდინი” აღარ არის, რომელიც ფერგიუსონის დროს იყო. დაუმარცხებელი არ არის, თუმცა აშკარა უპირატესობა მათ ექნებათ. ჩვენ მოვეზამდებით, ჩვენთვის პროგრამა მაქსიმუმი იყო 1 ეტაპის გადალახვა, აწი უკვე გმირობა იქნება”, – განაცხადა შუკაკიძემ.
საჩხერის “ჩიხურამ” ევროპა ლიგის წინ მხოლოდ 1 ტრანსფერი განახორციელა – რატი არდაზიშვილი იჯარით “ლოკომოტივიდან” დაიმატა.