ბერლუსკონის აკრძალვები: “არავითარი წვერი და ტატუ, დაჯარიმების შემთხვევაში ბოდიშს მოიხდიან”
სილვიო ბერლუსკონი სერია C-ში მოასპარეზე “მონცას” ფეხბურთელებს საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. “მილანის” ყოფილი მფლობელი ახალ ფეხბურთლებს წვერის ტარებასა და ტატუს გაკეთებასაც უკრძალავს.
“ახალგაზრდული გუნდი მეყოლება, რომელიც სრულად იტალიელი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. ისინი ყოველთვის მოწესრიგებულები იქნებიან – მონცაში უკვე ვიპოვეთ პარიკმახერი, რომელიც უფასოდ შეჭრის ფეხბურთელებს.
გარდა ამისა, აკრძალული იქნება ყოველგვარი ტატუს გაკეთება, ისევე როგორც წვერის ტარება. გარდა ამისა, მათ არ ექნებათ საყურეების ტარების უფლებაც.
მოედანზე ისინი სამართლიანობის დამცველებად მოგვევლინებიან და დაჯარიმების შემთხვევაში ბოდიშს მოუხდიან მეტოქეს. მსაჯებს ყოველთვის პატივისცემით მოეპყრობიან.
თუ რომელიმე ფანი ავტოგრაფს მოსთხოვს, აუცილებლად უნდა გაჩერდნენ და სურვილი აუსრულონ. ისინი ყოველთვის სადად და მოდურად იქნებიან ჩაცმულები. მე თანამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებული რამ მინდა,” – აცხადებს ბერლუსკონი.