ბერნანდესკიმ ასტორის გარდაცვალების შემდეგ ტატუ გაიკეთა (ფოტო)
ტურინის “იუვენტუსის” შემტევმა ნახევარმცველმა, ფედერიკო ბერნანდესკიმ დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ ახალი ტატუ გაიკეთა.
ბერნანდესკიმ ხელზე “13” დაიხატა. ამ ნომრით ასტორი წლების მანძილზე სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა.
ასტორი და ბერნანდესკი 2015 წლიდან 2017 წლამდე “ფიორენტინაში” ერთად ასპარეზობდნენ.