ბერნარდო სილვა: “პრემიერ ლიგის ტიტულის დათმობას არ ვაპირებთ”
“მანჩესტერ სიტის” შემტევი ნახევარმცველი, ბერნარდო სილვა ძირითად შემადგენლობაში ნელ-ნელა პოზიციებს იმყარებს და გასულ სეზონთან შედარებით, პეპი მას უფრო მეტად ენდობა. სილვა ამ და სხვა საკითხებზე ჟურნალისტებს ესაუბრა.
” მეორე სეზონი ყოველთვის უფრო ადვილია პირველზე. თავიდან უნდა ადაპტირდე ახალ გარემოსთან, ახალ გუნდთან, თანაგუნდელებთან, ჩემპიონატთან და მსაჯებთანაც კი. რა თქმა უნდა, მე საუკეთესოდ ვგრძნობ ახლა თავს და იმედია, მიმდინარე სეზონში უფრო მეტს მივაღწევთ. “სიტის” შემიძლია, როგორც ცენტრიდან, ასევე, ფლანგიდან დავეხმარო და გვარდიოლასთან ერთად ამას ხშირად განვიხილავ. ”
“ჩელსიმ” და “ლივერპულმა” კარგი სტარტი აიღეს და მათ მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით. ჩვენ ვაფასებთ, პატივს ვცემთ მეტოქეებს, მაგრამ პრემიერ ლიგის ტიტულის დათმობას არავისთვის არ ვაპირებთ”, – განაცხადა სილვამ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდო “მანჩესტერში” “მონაკოდან” გადავიდა და 40 მატჩში 7 გოლი შეაგდო.