ბერტოლაჩი “რომაში” გადავიდა
“ჯენოას” 24 წლის ნახევარმცველი, ანდრე ბერტოლაჩი კარიერას “რომაში” გააგრძელებს. ინფორმაციას, რომაული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“რომას”, რომელიც ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტს ფლობდა, მისი საბოლოოდ გამოსყიდვა 8,5 მილიონი ევრო დაუჯდა.
გასულ სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა “ჯენოას” შემადგენლობაში 7 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის შესრულება 34 მატჩში შეძლო.