“ბეშიქთაშს” ბალოტელი სურს
“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა, თურქეთში გააგრძელოს. 24 წლის ფეხბურთელით “ბეშიქთაში” არის დაინტერესებული. თურქული გამოცემა Haberturk-ი იუწყება, რომ კლუბი იტალიელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის წინადადებით “ლივერპულს” უახლოეს პერიოდში მიმართავს.
წყაროს თანახმად, “ბეშიქთაშის” მესვეურები ბალოტელის დემბა ბას შემცვლელად მოიაზრებენ. როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის სენეგალელ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.
მარიო ბალოტელიმ პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო.