ბესო ჩიხრაძე: “არაბიძემ რთული გზა აირჩია”
უკრაინული პრესა დონეცკის “შახტარში” გიორგი არაბიძის ტრანსფერს ეხმაურება. Football24.ua-ს ცნობით, თბილისის “ლოკომოტივის” 17 წლის შემტევი “შახტართან” ერთად შეკრებაზე გაემგზავრა.
ოფიციალურად არაბიძე უკრაინული გრანდის ფეხბურთელი 1 ივლისიდან გახდება. მანამდე კი ჩვენი უკრაინელი კოლეგები უკრაინაში მოღვაწე საფეხბურთო კლებ “გაგრას” პრეზიდენტს, ბესო ჩიხრაძეს დაუკავშირდნენ და არაბიძის შესახებ ესაუბრნენ.
– არაბიძე ძალიან საინტერესო მოთამაშეა, თუმცა საკითხავია როგორ შეეგუება ის უკრაინულ ფეხბურთს. მას ძალიან კარგი მონაცემები აქვს, კარგი დრიბლინგი და ძლიერი დარტყმა. ასევე ის მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა. შესაძლოა, ის ხასიათის მოთამაშე მოგეჩვენოთ, ამგრამ ეს ასაკის ბრალია. საერთო ჯამში არაბიძე ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა.
– უკრაინაში მას იცნობებნ როგორც ფორვარდს, თუმცა ამბობენ, რომ არაბიძე გაცილებით ფართო დიაპაზონის ფეხბურთელია…
– დიახ, ის უფრო შემტევი, გამტანი ნახევარმცველია, რომელსაც შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მის პერსპექტიულობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მან ძალიან რთული და ამბიციური გზა აირჩია. “შახტარში” ძალიან მაღალი კონკურენციაა.