ბევრისთვის უცნობი ფაქტები ევროპის ჩემპიონატის შესახებ
ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. 10 ივლისს, ევრო 2016-ის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირებულა…
1968 წელს, მატჩის ბედი იტალიასა და სსრკ შორის მონეტის აგდებით გადაწყდა.
ყველაზე მაღალი დასწრება დაფიქსირდა 1968 წლის ჩემპიონატზე ინგლისი შოტლანდიის მატზე, სადაც 130,711 გულშემატკივარი იმყოფებოდა ჰამპდენ პარკზე.
ესპანეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 2-ჯერ მოიგო.
პირველი ევროპის ჩემპიონატი ჩაიშალა, ვინაიდან ქვეყნების უმრავლესობამ დააგვიანა რეგისტრაცია.
1992 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დანიამ ვერ გაიარა, მაგრამ ამ დროს იუგოსლავიაში დაიწყო სამოქალაქო ომი, სწორედ ამ დროს იუგოსლავია დანიამ ჩაანაცვლა და 1992 წლის ევროპის ჩემპიონი სწორედაც რომ დანია გახდა.
თავდაპირველად ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 4 გუნდი, შემდეგ 8, მოგვიანებით 16 და ახლა ეს რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
უეფა ევრო 2020 იქნება ყველა სხვა წინამორბედი ჩემპიონატისგან განსხავებული, ვინაიდან ტურნირი ჩატარდება ევროპის 13 სხვადასხვა ქალაქში.