Bild: “მანჩესტერი” და “ბაიერნი” ხმაურიანი გაცვლისთვის ემზადებიან
ორმა საფეხბურთო გიგანტმა შესაძლოა, სულ მალე მსოფლიო შოკში ჩააგდოს.
გერმანული გუნდი მზადაა, ბასტიან შვაინშტაიგერი “ოლდ ტრაფორდზე” გაუშვას, ხოლო სანაცვლოდ დი მარიას გაფორმება სურს.
ასეთ პირობებში, “ბაიერნის” 30 წლის ნახევარმცველი ინგლისში გააგრძელებს კარიერას და “რეკორდმეისტერები” “წითელ ეშმაკებს” დამატებით 25-26 მილიონს გადაუხდიან, არგენტინელი წინახაზელის სანაცვლოდ.
ამას გარდა, ბრიტანეთის და გერმანიის სანდო წყაროები იტყობინებიან, რომ “მანჩესტერი” კიდევ ერთი წელი დაიცდის და შვაინშტაიგერს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებს.