ბილდე: “აზარი თავის ნიჭში დარწმუნებული იყო და საერთოდ არ შრომობდა”
ბელგიის საფეხბურთო ნაკრების, “ანდერლეხტისა” და “პსვ”-ს ყოფილი შემტევი, ჟილ დე ბილდე, თვლის, რომ ედენ აზარი საუკეთესო ფორმაში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.
“კარიერის განმავლობაში ედენი თავის ნიჭში დარწმუნებული იყო და საერთოდ არ შრომობდა. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელი გადადის მსოფლიოს უდიდეს კლუბში, სადაც კრიშტიანუ რონალდუ უნდა შეცვალოს და იქ წონაში მომატებული მიდის. სწორედ ასეთია ედენ აზარი. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, აზარი თავის საუკეთესო ფორმას ვეღარ დაიბრუნებს.
ფეხბურთელები, რომლებიც დაცვაში უფრო მეტად თამაშობენ, რეაბილიტაციის პროცესს უფრო კარგად ართმევენ თავს, რადგანაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მათი მოვალეობა არ არის. კრეატიული შემტევებისთვის კი აუცილებელია, რომ სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
თუ აზარი ზაფხულამდე ფორმის აღდგენას შეძლებს, ბელგიის ნაკრებმა ევრო-2021-ზე აუცილებლად უნდა წაიყვანოს. ედენი იმ ფეხბურთელთა რიგს მიეკუთვნება, რომელთაც 15 წუთში შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვიტონ,” – აცხადებს 49 წლის ყოფილი ფეხბურთელი.