ბინძური პროვოკატორები

თარიღი: ივნისი 27, 2015

მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კოპა ამერიკის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჩილესა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში განვითარდა, როდესაც მასპინძელთა მცველმა გონსალო ხარამ სტუმართა თავდამსხმელი ედინსონ კავანი პროვოკაციაზე წამოაგო და იმდენი ქნა, რომ არბიტრს მეტოქე მოედნიდან გააძევებინა.

ჩვენი პორტალის მომხმარებლებს ბოლო წლებში მომხდარ საფეხბურთო პროვოკაციებს გაგახსენებთ.

იყო დრო, როდესაც საფეხბურთო მოედანზე პროვოკაციის მოწყობა ჩვეულებრივი რამ გახლდათ. ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარკ ჰეიტლი, რომელიც 80-იან წლებში “მილანში” თამაშობდა, იხსენებს: “იტალიაში ეს თამაშის განუყოფელი ნაწილია. პროვოკაციების მოწყობით განსაკუთრებით მცველები არიან დაკავებულნი. ისინი ცდილობენ, რომ მეტოქე წყობიდან გამოიყვანონ. ხანდახან ანერწყვებენ კიდეც. სურთ, რომ რეაქცია გამოიწვიონ. ადრეც ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება”.

დღესდღეობით ფეხბურთელები საკუთარ იმიჯზე გაცილებით მეტს ზრუნავენ, თუმცა ხანდახან მიზნისკენ სავალ გზაზე ცდუნებას ვერ უძლებენ და მართალია, უფრო ფრთხილად, თუმცა მაინც – მეტოქის პროვოცირებას ცდილობენ. სტადიონზე დამონტაჟებული ათობით კამერიდან თუ ყველა არა, ერთი მაინც დააფიქსირებს უმსგავსო საქციელს და მაყურებელს მთელი ბრწყინვალებით წარმოუჩენს. არიან მოთამაშეები, რომლებიც კვარცხლბეკზე ასასვლელად საკუთარ რეპუტაციას უყოყმანოდ ლახავენ.

ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე ჩილესა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაშიც. ცოტა არ იყოს, უხერხულია იმის აღწერა, რაც ხარამ გააკეთა. ეს ის შემთხვევაა, როცა მოყოლას ნახვა სჯობია, ამიტომ ვიდეოსაც აქვე გთავაზობთ, თუმც დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ეპიზოდი უკვე არაერთხელ გექნებათ ნანახი. კავანიმ ხარას ლოყაზე “მოთათუნებით” უპასუხა. ამჯერად ჩილელმა მცველმა მსახიობური ნიჭი გამოავლინა და “ნოკდაუნში ჩავარდა”. სამწუხაროდ, არბიტრმა ეპიზოდი სწორად ვერ შეაფასა და კავანი მოედნიდან გააძევა, თუმცა კონმებოლმა იმსჯელა და პროვოკატორ ხარას ტურნირის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

გონსალო ხარა თუ ვინმეს მოგვაგონებს, ეს, პირველ რიგში, მარკო მატერაცი იქნება, რომელსაც მეტსახელად “მკვლელიც” კი შეარქვეს. იტალიელმა მცველმა იმდენი მოახერხა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული “გმირობა” მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს “ინტერსა” და “სიენას” შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში “ბიანკონერის” მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერებმა ეს ეპიზოდი ვერ დააფიქსირეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე “ინტერის” მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის “გმირული” საქციელის შედეგი.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში “ფრთიან ანგელოზად”. “იუვენტუსის” რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით “ამკობდა”. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, “სკუადრა აძურამ” ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

თანამედროვე ფეხბურთში “პროვოკატორთა სკოლის” თვალსაჩინო წარმომადგენელი დიეგო კოსტაა. გაესპანელებულ ბრაზილიელს იმდენად აქვს სახელი გატეხილი, რომ “ჩელსის” მეტოქე გუნდის მწვრთნელები საკუთარ მცველებს აფრთხილებენ, კოსტას პროვოკაციებს არაფრის დიდებით არ წამოეგოთო. სწორედ ასე დაარიგა “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცმა ლორან ბლანმა თავისი შეგირდები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე.

დიეგო კოსტამ რეპუტაცია ჯერ კიდევ “ატლეტიკოში” ყოფნის დროს გაიფუჭა. ესპანეთის თასის 2012/13 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე “სევილიას” წინააღმდეგ გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ ანდალუსიელთა იმდროინდელმა თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ მოხდენილად თქვა, ჩვენი ფეხბურთელები დიეგო კოსტას მახეში გაებნენო. მართლაც, გაესპანელებულმა ბრაზილიელმა შეხვედრის განმავლობაში გაუთავებელი კინკლაობითა და სიმულაციებით სისხლი გაუშრო “სევილიას” მოთამაშეებს. გარი მედელმა და ჟოფრე კონდოგბიამ ნერვები ვეღარ მოთოკეს და კოსტას ფეხი უთავაზეს, რის გამოც არბიტრმა ისინი მოედნიდან გააძევა.

დიეგო კოსტას ყოფილმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე “გამოიჩინა თავი”. მერვედფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის მეხუთე წუთზე სიმეონე მეტოქის საჯარიმოში ბრიტანელთა კიპერ დევიდ სიმენს თავისივე ინიციატივით წამოეგო და არბიტრს პენალტი დაანიშნინა, რომელიც გაბრიელ ბატისტუტამ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი არგენტინელი ძირს დაცემისას 23 წლის დევიდ ბექჰემს მთელი ძალით დააწვა ზურგზე, ინგლისელმაც ვეღარ მოითმინა და უკნიდან წიხლი ამოკრა, რის გამოც მსაჯმა იგი უყოყმანოდ გააძევა მინდვრიდან.

2010 წელს იტალიის თასის ფინალში მარიო ბალოტელის მსახიობური ნიჭის გამოვლენა არ დასჭირვებია მოედნიდან ფრანჩესკო ტოტის გასაძევებლად. “ინტერის” თავდამსხმელმა რომაელთა კაპიტანს გადაკრულად ჰკითხა, თამაშს აპირებ თუ ბავშვივით უნდა მოიქცეო, რის გამოც რამდენიმე წუთის შემდეგ ტოტისგან ფეხში ძლიერი დარტყმა მიიღო. რომაელთა კაპიტანს არც უცდია, ეს ყველაფერი ფარულად გაეკეთებინა. არბიტრმა ფრანჩესკოს უმალ წითელი ბარათი აუფრიალა.

2004 წლის ევროპის ჩემპიონატიც გვახსოვს, როდესაც ტოტიმ დანიელთა ნახევარმცველ კრისტიან პოულსენს შეაფურთხა. რა უთხრა მაშინ დანიელმა იტალიელს, ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მომხდარის გამო ტოტი მაშინ ბევრმა გაკიცხა.

“სუონსი სიტისა” და “ჩელსის” შორის ორწელიწადნახევრის წინათ ინგლისის თასზე გამართული შეხვედრაც გავიხსენოთ. დაფიქსირებული ანგარიში უელსურ კლუბს აძლევდა უპირატესობას. ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთმა პირითი ხაზი გადაკვეთა, ე.წ. “ბოლბოიმ” მიირბინა და დროის გაყვანის მიზნით ბურთი ჩაიხუტა, რაც ედენ აზარს არ მოეწონა და ფეხების რტყმით სცადა ბურთის გამორთმევა, თან ნეკნებშიც მიარტყა ერთი-ორჯერ. ამან სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა აღაშფოთა, სიტუაცია ფეხბურთელებს შორისაც დაიძაბა. აშკარა იყო, ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა ეპიზოდი გააფორმა, რასაც ჯოი ბარტონი ჩვეულ სტილში გამოეხმაურა: “ეს ბიჭი კინოში უნდა გადაიღონ. ამ ეპიზოდში ისე ითამაშა, თითქოს ტყვია ესროლეს, თუმცა ხალხი დამნაშავედ აზარს თვლის. ამ მომენტში ედენი მხოლოდ ერთ რამეშია დამნაშავე, მან ამ იდიოტს საკმარისად ძლიერად არ დაარტყა”. აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო აზარი არ დასჯილა, ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა კი ამ ინციდენტის შემდეგ საკმაო პოპულარობა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იოზუა კიმიხმა განმარტა, თუ რატომ ამბობს უარს ვაქცინაციაზე

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრილი არ არის. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელინგემის საოცარი გოლი “არმინიას” კარში (ვიდეო)

დორტმუნდის “ბორუსიას” 18 წლის ტალანტმა, ჯუდ ბელინგემმა, “არმინიას” ბრწყინვალე გოლი გაუტანა. მარკო როზეს გუნდმა კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, სალაჰი ზეწოლას აძლიერებს

“ლივერპულსა” და მოჰამედ სალაჰის მხარეს შორის ახალ კონტარქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამის შესახებ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “მინდა ჩემი ოჯახი და ფანები გავაბედნიერო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კლუბში არსებული ვითარება შეაფასა. “ამ მომენტში “მან...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომის პაპი მესის: “ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს”

რომის პაპმა, ფრანსისკემ, “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავ ლეო მესის საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც იცით, რომის პაპი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აჩი არველაძე: “ღმერთმა არ დამაჭირვოს და გამაჭირვოს ისე, რომ პოლიტიკაში წავიდე”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ მისი პოლიტიკაში წასვლის შესახებ  დათო გორგილაძის გადაცემა “აუტანელ სიმსუბუქეში” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრი: “ინტერი” ჩემპიონობის ფავორიტია, მაგრამ მატჩი გადამწყვეტი არ იქნებაR

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის სერის A-ს ეგიდით მილანის “ინტერთან” გასამართი დამდეგი მატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ცეცაძემ “სამტრედია” დატოვა

“სამტრედია” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დატოვა. ცეცაძე  8 თვის წინ დაბრუნდა და შეეცადა გუნდი ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია: ‘ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთი თხოვნა და რჩევა მექნება’

კვიპროსის “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 53 წლის სპეციალისტმა საზოგადოებრივი მაუწყებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტუხელი: “პსჟ-ში თავი სპორტის მინისტრი მეგონა”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მის ამჟამინდელ და ყოფილ კლუბებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრა: “რასიზმი განათლების თემაა. რასისტებს უნდა ვესაუბროთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ ლუის სუარესთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰი: “ჩემ თავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ”

“ლივერპულის” ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი, იურგენ კლოპის სიტყვებს გამოეხმაურა. გერმანელმა სპეციალისტმა მო სალაჰს მსოფლიოს საუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანებმა “რომას” ფეხბურთელებს მაისურები არ გამოართვეს (ვიდეო)

ევროპის კონფერენს ლიგაზე “რომამ” გამანადგურებელი მარცხი განიცადა ნორვეგიულ “ბოდო გლიმტთან”. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ექვსი გოლი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი ტრავმირებულია

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როზემ, პრესასთან საუბრისას ფანებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილი ხდე...
წაკითხვა