ბლანი კავანის იცავს

თარიღი: ნოემბერი 28, 2015

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ურუგვაელი ფეხბურთელი მის გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მოგეხსენებათ, ბოლო შვიდი მატჩის განმავლობაში ედინსონ კავანიმ მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა, რის გამოც მედიისგან კრიტიკა დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს იცავს.

“თავდასხმაში მონაწილეობა მხოლოდ ფორვარდმა არ უნდა მიიღოს. საჭიროა, ედინსონს დახმარება თანაგუნდელებმაც გაუწიონ. ნაკლებგოლიანობა მხოლოდ მისი ბრალი არ არის”, – აცხადებს ლორან ბლანი.

“თუმცა, კავანი ფორვარდია და მისი პირდაპირი მოვალეობა ბურთის გატანაა. მომავალში მისგან მაღალ შედეგებს ველით”, – დაასრულა პარიზელთა თავკაცმა.

მსგავსი სიახლეები