ბლანი: “პარი-სენ ჟერმენმა” გამარჯვება დაიმსახურა”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “სენტ-ეტიენის” წინააღმდეგ გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ “სენტ-ეტიენმა” “პსჟ” საკუთარ მოედანზე მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
“სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და სამი ქულაც დამსახურებულად მოვიპოვეთ. კიდევ ერთი გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ვერ გამოვიყენეთ”, – ამბობს ბლანი.