ბლატერი საავადმყოფოდან გამოწერეს
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი საავადმყოფოდან გამოწერეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი სტრესის პრობლემით ჰოსპიტალში ოთხშაბათს მოათავსეს.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ბლატერს უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის ფულის უკანონო გადარიცხვის ბრალდება წაუყენეს, რის გამოც 90 დღის ვადით საქმიანობა შეუჩერდა.
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება. მანამდე ამ პოსტზე მოვალეობის შესრულებას ბლატერი განაგრძობს.