ბლატერი: “უეფა წილისყრას აწყობდა, ბურთულები ცივი და თბილი იყო”
ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა La Nacion-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. ბლატერმა განაცხადა, რომ უეფა წილისყრას აწყობდა.
- — 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები არგენტინის ნაკრებისთვის ძალზედ მისაღები გამოვიდა. მაშინ გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს თქვენსსა და ხულიო გრონდონას (არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი) შორის არსებული კარგი ურთიერთობის გამო მოხდა…
— ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ასეთ მეთოდებს არტემიო ფრანკი (უეფას ყოფილი პრეზიდენტი) იყენებდა. მე მსგავსი არაფერი გამიკეთებია. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა სუფთად ჩავატარეთ. სხვებისგან განსხვავებით, წილისყრის ბურთულებს არასდროს შევხებივარ. შესაძლოა, რომ წილისყრაზე ბურთულები ცივი და თბილი იყოს.
- — არსებობს მოსაზრება, რომ წილისყრაზე მართლაც არის ცივი და თბილი ბურთულები. ეს რეალობაა?
— ეს თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ასეთი რამ ფიფაში არ ყოფილა, თუმცა ევროპულ დონეზე მსგავსი რამ მინახავს. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ფიფაში ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა.
- — როგორ ხდება ამ მეთოდით წილისყრის ჩაწყობა?
— წილისყრამდე ბურთულებს მაცივარში ათავსებენ და ოდნავი შეხებაც საკმარისია იმის გასაგებად, თბილია ის თუ ცივი.