ბლატერის ქალიშვილი: „მამაჩემს სიკვდილით ემუქრებიან“
ზეპ ბლატერის ქალიშვილის კორინა ბლატერის თქმით, მამამისს სიკვდილით ემუქრებიან.
„ამ ხალხს გამბედაობა არ ჰყოფნის, რათა თავისი სახელები დაასახელონ“, – განაცხადა ბლატერის ქალიშვილმა და ისიც დაამატა, რომ მუქარის წერილები უკვე პოლიციაშია გაგზავნილი.
აქამდე თვითონ ბლატერმა განაცხადა, რომ მის 14 წლის შვილიშვილს სხვა სკოლაში გადასვლა მოუწია, რადგან ფიფა-ში მომხდარი სკანდალის გამო მას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.