ბოატენგი: “ბავშვები რასისტებად არ იბადებიან”
აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ მთელი მსოფლიო შეძრა. მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, პრესასთან რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა.
– როგორც გერმანიაში მცხოვრები, რას ფიქრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
– კადრებმა შოკში ჩამაგდო. სოციალურ ქსელში გაზიარებული ზოგიერთი მასალა ძალიან ბრუტალურია. საუბედუროდ, პროტესტიც ძალიან რთულ ფორმებს იღებს. ჯორჯ ფლოიდის შემთხვევამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამდენად დიდი პრობლემაა რასიზმი. რასიზმს ყველგან წავაწყდებით, თუმცა ამერიკაში განსაკუთრებულად ხშირია.
ეს ყოველივე ძალიან მაღიზიანებს. ამერიკას ხშირად ვსტუმრობ და ძალიან მომწონს მათი კულტურა, თუმცა ეს ყოველივე ფასს კარგავს. როდესაც აანალიზებ, თუ რამდენი რამ გააკეთეს აფრო-ამერიკელებმა მათთვის და როგორ ექცევიან ახლა მათ, უსამართლობის გრძნობა გეუფლება.
ყველაფერი ბავშვების განათლებით იწყება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ბავშვები რასისტებად არ იბადებიან. მათი აღზრდა სრულად მშობლებზეა დამოკიდებული.