ბოატენგი რუმენიგეს: “პირში მითხარი!”
არასახარბიელო ფორმაში მყოფმა ჟერომ ბოატენგმა კარლ-ჰაინც რუმენიგეს კრიტიკას უპასუხა და “ბაიერნის” აღმასრულებელ დირექტორს ურჩია, შემდეგში პირადად ეთქვა მისთვის სათქმელი.
საქმე ისაა, რომ რუმენიგემ “როსტოვთან” “ბაიერნის” დამარცხება მთლიანად ბოატენგს გადააბრალა და მოუწოდა “დედამიწაზე დაბრუნებისა” და თავისი თავის ხელში აყვანისაკენ, რამაც ბოატენგის გაღიზიანება გამოიწვია.
“ისღა დამრჩენია გავიცინო, ასეთი ტიპის განცხადებებზე სხვანაირი რეაქცია არც შეიძლება გქონდეს.
მომდევნო ჯერზე, უკეთესი იქნება თუ პირადად მე დამელაპარაკება და პირში მეტყვის – მაშინ კი პრობლემა ნამდვილად არაფერი იქნება.” – განაცხადა მან.