ბოატენგის პასუხი, როცა მას მესისა და რონალდუს შესახებ კითხვა დაუსვეს
კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა, კევინ-პრინს ბოატენგმა 2016 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალუს შესახებ ისაუბრა. მაშინ განელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი სხვა პლანეტიდანაა.
“რონალდუ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ივარჯიშო და მაქსიმალურად გამოიყენო ტალანტი. ის გიჟივით მუშაობს და ფეხბურთი უყვარს. მას სურს, რომ ყოველთვის საუკეთესო და ყველაფერში პირველი იყოს. კრიშტიანო ყველასათვის სამაგალითოა.
თუმცა, რონალდუ ყველაფერს ამ სამყაროში აკეთებს. ამ სამყაროს გარეთ, საუკეთესო მესია. ის აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც სხვებს არ შეუძლიათ. ამიტომაც მივიჩნევ, რომ მესი სხვა პლანეტიდანაა, ის ყველაზე წინ დგას”, – ციტირებს ბოატენგის სიტყვებს “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ბოატენგი “სასუოლოდან” იჯარის წესით დაიმატა.