‘ბობოლა’ გამოცდილება ჭაბუკთა მწვრთნელთათვის

თარიღი: ნოემბერი 21, 2015

წარმატებული მსოფლიო თასის კამპანიის შემდეგ, მნიშვნელოვანია რაგბის შემდგომი და უწყეტი განვითარება, რომ გაგრძელდეს საქართველოში. ამ მხრივ აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა და წვრთნის თანამედროვე მეთოდიკის ათვისება.

ამ მიზნით, 17 და 18 ნოემბერს განვითარების ჯგუფმა და ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა ერთობლივი მასტერკლასი გამართეს ჭაბუკთა ‘ა’ და ‘ბ’ ლიგის მწვრთნელთათვის.

მასტერკლასზე, რომელსაც 40-მდე მსმენელი დაესწრო, სამ საკითხზე – უნარების სწავლებაზე, შეტევის სტრუქტურაზე და შეტევით რაქზე იმუშავეს. პრაქტიკული მაგალითების დემოსტრაციისას, მილთონ ჰეიგს ეროვნული ნაკრების მორაგბეები ეხმარებოდნენ.

„საქართველოში მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რაგბის განვითარება და შემდეგ ეტაპზე გადაყვანა და მიმაჩნია, რომ მწვრთნელთა უნარების განვითარებაში ჩემი როლი მაკისრია. მინდა ავღნიშნო, რომ მწვრთნელებთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ორი დღის განმავლობაში მათ შრომისმოყვარეობა, მონდომება და რაგბის მიმართ დიდი სიყვარული გამოავლინეს.“ განაცხადა მილთონ ჰეიგმა.

მასტერკლასი განვითარების ჯგუფის ინიციატივით გაიმართა და სამომავლოდ სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. ღონისძიების მსვლელობისას მწვრთნელებთან ინტერაქციის შემდეგ გადაწყდა, რომ შემდეგ მასტერკლასს მთლიანად დაცვაში თამაშს დაუთმობენ, ხოლო მანამდე, იდენტური მასტერკლასი ნაახალწლევს ქუთაისში, დასაცვლეთ საქართველოს ჭაბუკთა მწვრთნელთათვის გაიმართება.

„ჩემი და მწვრთნელების აზრით, სემინარი ძალიან სასარგებლო იყო. მნიშვნელოვანია, რომ მსმენელებს მიეცათ საშუალება მილტონ ჰეგისგან მიეღოთ ინფორმაცია მეთოდიკაზე, შეტევის სტრუქტურაზე და რაქში თამაშის თავისებურებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბორჯღალოსნების თავკაცი თავის უზარმაზარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს ჭაბუკთა გუნდების მწვრთნელებს, რათა მათ თავისმხრივ გაიცნონ ის მეთოდიკა, რომლითაც მუშაობს ქვეყნის პირველი გუნდი, ნახონ როგორია მთავარი მწვთნელის სარაგბო ხედვა, რაც მწვრთნელებს ჭაბუკი მორაგბეების სწორი მეთოდიკით დაოსტატებაში დაეხმარება.“ განაცხადა მასტერკლასის შეფასებისას გიორგი ჭუმბურიძემ, განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი ისევ გადაიდო

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს […]...
წაკითხვა
რაგბი

ახალი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში

ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება და ისინი გუნდში „შემოდგომის ერთა […]...
წაკითხვა
რაგბი

ოთხი ქართული გვარი – რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლილ ჯონსმა უახლოესი მატჩებისათვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. რუსები 12 ოქტომბრიდან […...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შოტლანდიისა და რუსეთის წინააღმდეგ მატჩებისა

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები ...
წაკითხვა
რაგბი

“ამოიღო იარაღი და მესროლა ორჯერ” – დაჭრილი მორაგბე განცხადებას აქვეყნებს

რაგბის კავშირის შენობაში დაჭრილმა მორაგბემ, რამაზ ხარაზიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. როგორც იცით, ინციდენტი 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის შენობაში “იუნკერების” კაპიტანი დაჭრეს

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა იყო. დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სარაგბო კლუბ “იუნკერების” კაპიტანი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომაზე “8 ერში” იასპარეზებს. ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა. საქართველოს [&h...
წაკითხვა
რაგბი

დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამოცდილმა წევრმა, დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა. 35 წლის მორაგბემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

BBC: საქართველო “რვა ერში” იაპონიას ჩაანაცვლებს

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რვა ერის ტურნირში იაპონიის ნაკრების ნაცვლად საქართველო ითამაშებს. “ბიბისის” შოტლანდიური გამოცემ...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია რაგბის კავშირში დაადასტურეს. მიზეზად ქართულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა