„ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტი ტევესის ჩასაყვანად გაფრინდა
„სქაი სპორტის“ ინფორმაციით, არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტი დანიელ ანხელისი ჩილეში გაფრინდა, სადაც „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კარლოს ტევესის აგენტთან მოლაპარაკებას დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტევესი „კოპა ამერიკაზე“ თავის ეროვნულ ნაკრებს ეხმარება.
„იუვენტუსს“ თავისი ბობმარდირის სანაცვლოდ დაახლოებით ხუთი მილიონი ევროს მიღება სურს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, კარლოსს ასევე რამდენიმე ინგლისური კლუბის წინადადება აქვს.
განვლილ სეზონში „იუვეს“ მაისურით კარლოსმა ჯამში 29 გოლი გაიტანა.