ბოხაშვილმა “სევასტოპოლს” გაუტანა
29 მარტს, უკრაინის ჩემპიონატში, “კარპატიმ” საკუთარ მოედანზე “სევასტოპოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ევგენი ბოხაშვილმა გაიტანა. 21 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარი მე-18 წუთზე აიღო და ანგარიში გახსნა.
შეგახსენებთ, რომ ბოხაშვილი ამპლუით თავდამსხმელი გახლავთ. ის უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 17, 18, 19, 20 და 21 წლამდელთა ნაკრებებში უასპარეზია.