ბოლიჩი: „პაიე საჯარიმოებს ბექჰემზე ცუდად არ ასრულებს“

თარიღი: აპრილი 8, 2016

„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა თავისი გუნდის ნახევარმცველის დიმიტრი პაიეს შესაძლებლობები ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელის დეიდ ბექჰემის უნარებს შეადარა.

„პაიე და ბექჰემი საჯარიმო დარტყმების ჩინებული შემსრულებლები არიან. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვინმე საჯარიმო დარტყმებს ბექჰემზე უეკთესად ასრულებს. თუმცა, მიმდიანრე სეზონში იგივეს დიმიტრიზეც ვიტყოდი. მისი 5 ან 6 კარგი დარტყმა მახსენდება. ყველაფერი რამდენიმე თვეში მოხდა. სიხშირე, რომლითაც ის სტანდარტებით იტანს, მაოცებს.

პაიე ის ფეხბურთელი არ არის, რომელიც ვარჯიშზე დარტყმების შესრულებას ოც წუთს უთმობს, მაგრამ ყოველ ჯერზე ის ზუსტად დასარტყმელად მზადაა“, – ციტირებს ბილიჩს „ფოქსსპორტსი“.

მსგავსი სიახლეები