ბოლნისის “სიონმა” ფეხბურთელებს ხელფასი წინასწარ ჩაურიცხა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეროვნული ლიგის გუნდებმა ფეხბურთელებს ხელფასი შეუმცირეს, მაგრამ, მათ შორის, ბოლნისის “სიონი” არ არის.
ბოლნისში ყველაზე მეტი დაინფიცირებული მოსახლეა და გუნდმა სოციალური პასუხისმგებლობა აიღო. ფეხბურთელებს ხელფასი სრულად შეუნარჩუნა და გარდა ამისა, ხელმძღვანელობამ მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ფინანსურ სტაბილურობაზეც იზრუნა და ხელფასების წინასწარ ჩარიცხვა დაიწყო.
“სიონი” ბოლნისში 50-მდე ოჯახს პროდუქტებითაც დაეხმარა.