ბოლნისის “სიონმა” “რუსთავი” გაანადგურა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის პირველი მატჩი ბოლნისის “სიონისთვის”, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. “სიონმა” “რუსთავი” 0-3 გაანადგურა და დიდი ხნის შემდეგ გასავარდნ ზონას თავი დააღწია. კოშკაძის, კირკიტაძისა და დათუნაიშვილის გოლებით, კლიმიაშვილისა და ხუბუტიას ადრეული ტრავმებით, საერთოდ “სიონის” დამაჯერებელი თამაშით, თეიმურაზ შალამბერიძემ უჩა სოსიაშვილს პირადი დუელიც მოუგო და გუნდი მე-7 პოზიციაზე გადავიდა. კლუბმა ბოლო 4 მატჩში 10 ქულა დააგროვა, ხოლო, “რუსთავს” ბოლო გამარჯვება გასულ წრეში სწორედ “სიონთან” უფიქსირდება.
32 ტურის შემდეგ ბოლნისელებს 31 ქულა აქვთ, ქვემოქართლელებს 30. ხვალ 17:00 საათზე 34 ქულის მქონე “ლოკომოტივი” შეხვედრას “საბურთალოსთან” ჩაატარებს და “საბურთალოს” მდგომარეობიდან და სიძლიერიდან გამომდინარე, “სიონს” “ლოკოს” დაწევის შანსიც გაუჩნდა.
რუსთავი 0-3 სიონი
გოლები: კოშკაძე 12, კირკიტაძე 61, დათუნაიშვილი 90
რუსთავი: სეფიაშვილი – სილაგაძე, ხუბუტია (გადრანი 32), კვირკელია, კირკიტაძე (ზვიადაძე 84) – პაპავა, კლიმიაშვილი (თარხნიშვილი 30), ციცქიშვილი – ქავთარაძე, კვარაცხელია, ლობჯანიძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, ნოზაძე, გურეშიძე, გიორბელიძე – დათუნაიშვილი, ხმალაძე, კოშკაძე (სიხარულია 83) – კირკიტაძე, ისიანი (ქიქავა 90) – უგულავა (მანაგაძე 68)
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე