ბოლო 17 თვის მანძილზე “სევილიამ” ლა ლიგის გასვლით მატჩში პირველად გაიმარჯვა
პაბლო სარაბიას მიერ 85-ე წუთზე გატანილმა გამარჯვების გოლმა შესაძლოა, კლუბს სწორედ ის ბიძგი მისცეს, რაც ბოლო დროს აკლდა.
ანგარიში აღნიშნულ მატჩში ფრანკო ვასკესმა 25-ე წუთზე გახსნა. თამაშის 58-ე წუთზე სამირ ნასრიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც სტუმართა ჩავარდნა მოჰყვა – ტიმორმა და შიმანოვსკიმ ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუტანეს რიკოს და რომ არა სარაბიას გამარჯვების გოლი, “სევილიელები” უმნიშვნელოვანეს ორ ქულას დაკარგავდნენ.
გასვლაზე, “ლეგანესთან” მატჩში მოპოვებული გამარჯვება პირველი შემთხვევა იყო ბოლო 17 თვის მანძილზე (რომელიც 22 საგარეო მატჩს მოიცავდა), როდესაც “სევილიამ” სახლიდან შორს მოახერხა 3 ქულის მოპოვება (ლა ლიგაში).
22 – Sevilla have ended a run of 22 games without a league away victory. Relief.
— OptaJose (@OptaJose) October 15, 2016
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურში ხორხე სამპაოლის გუნდი შინ “ატლეტიკოს” მიიღებს.