ბოლო ამხანაგური “ელ კლასიკოდან” 25 წელი გავიდა

თარიღი: თებერვალი 11, 2017

“ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართული ბოლო ამხანაგური დაპირისპირება 1991 წლით თარიღდება. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. აღნიშნული “ელ კლასიკოდან” 25 წელი გავიდა და მას შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს 37-ჯერ დაუპირისპირდნენ.

ეს გუნდები ერთმანეთს ესპანეთის საზღვრებს გარეთ ერთადერთხელ დაუპირისპირდნენ (ამხანაგური მატჩის ეგიდით) – 1982 წელს, ვენესუელაში, სადაც ამხანაგური ტურნირი ტარდებოდა. იმ მატჩში დელ ბოსკემ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” კარის აღება მოახერხა, “რეალმა” – ტურნირის მოგება.

როგორც იცით, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ამ კლუბებს შორის ამხანაგური მატჩები საკმაოდ ხშირად ტარდებოდა, განსაკუთრებით ლა ლიგის შექმნამდე. თუმცა, რაც დრო გადიოდა, ესპანეთში ამ დაპირისპირებისთვის ამხანაგური ხასიათის მიცემას მით უფრო ერიდებოდნენ.

ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური მატჩი (1906 წელი) კი კატალონიელთა კომფორტული გამარჯვებით, ანგარიშით 5-2 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები