ბოლო საფეხბურთო საქმე, რომელიც გახარიამ პირად კონტროლზე აიყვანა!
“ეს ზუგდიდის სტადიონი ჩვენც ძალიან გვტკივა – გულწრფელად გეუბნებით. რამდენი წელია – ცოტა პროგრესი, შემდგომ . სერიოზული შეცდომები იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაშვებული თავის დროზე ისეთი, რის გამოც რესურსიც ბევრი დაიხარჯა, დროც და ადამიანური კაპიტალიც. საერთოდ გამოსაძიებელია ის საქმე მე თუ მკითხავთ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა… პირველ ეტაპზე ამხელა რესურსი იყო დახარჯული. ახლაც გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ზუგდიდს დააკმაყოფილებს. მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის სტადიონის პრობლემასთან დაკავშირებით 2019 წლის დეკემბერში.
ზუგდიდის სტადიონი 2017 წელს უნდა დასრულებიყო, მაგრამ სამუშაოს მიმდინარეობისას უამრავი დარღვევა გამოჩნდა, მათ შორის, ბეტონის კედელი. სტადიონზე 2019 წელს დამატებით 9 მილიონი გამოიყო.