“ბოლონიაში” ჩერჩის ტრანსფერი ჩაიშალა

თარიღი: სექტემბერი 1, 2016

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ ალესიო ჩერჩის “ბოლონიაში” ტრანსფერი ჩაიშალა.

29 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა. კვლევამ აჩვენა, რომ მას ძველი ტრავმები სრულად მოშუშებული არ აქვს. შესაბამისად, “ბოლონიამ” თავდასხმელთან კონტრაქტი არ გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ალესიო ჩერჩი გასულ სეზონში იჯარის წესით “მილანსა” და “ჯენოაში” გამოდიოდა. მან იტალიის სერია A-ს 2015-2016 წლების სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. ფეხბურთელს “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები