ბომბარდირი მარკოიშვილი და “გალათასარაის” გამარჯვება “უშაქთან”
მანუჩარ მარკოიშვილი 17 ქულით ბომბარდირი გახდა მატჩში, რომელშიც “გალათასარაიმ” “უშაქი” 73:70 დაამარცხა. თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში სტამბოლელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს რიგით გუნდთან და საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
მარკოიშვილმა 21:23 წუთი ითამაშა და თავისი სნაიპერული თვისებები კარგად გამოავლინა. ქართელმა მსროლელმა 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სხვა მაჩვენებლებში მანუჩარმა მოიკოჭლა. 17 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე ერთადერთი პასი იყო. ზორან ერცეგმა სტამბოლელებს 14 ქულა შეაშველა, ფურქან ალდემირმა კი – 12.
18 მოგებითა და 10 მარცხით “გალათასარაი” კვლავ მე-5 ადგილზეა. დარჩენილია 2 ტური, რის შემდეგაც საუკეთსო 8 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. მომდევნო მატჩს “გალათასარაი” 7 მაისს, მერსინში გამართავს.
gbf.ge