ბონავენტურა: “ძაკარდოს აუცილებლად ვახშამზე დავპატიჟებ”
ბონავენტურამ საკუთარ ტრანსფერზე, “მილანსა” და “მილანელებზე” ისაუბრა
“პარმასთან” მატჩი ძალიან უცნაური, თუმცა ემოციური იყო. “კაზა მილანი” მთლიანად გუნდის თასებით არის სავსე, აქ მილანის ისტორიაა. ორშაბათ საღამოს, ტრანსფერების ბოლო დღეს, “მილანში” ჩავედი და “ატალანტას” პრეზიდენტის ოფისში მივედი, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. “ატალანტასთან” მოლაპარაკებებს “ინტერი” აწარმოებდა, შემდეგ ჩაერია “ვერონა”, საღამოს 9 საათზე ჯერ კიდევ არ ვიცოდი ჩემი მომავალი და უკვე იმედსაც ვკარგავდი, როდესაც 11-ის ნახევარზე ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს “ჩვენ გალიანიმ გამოგვგზავნა”, ვერ ვიჯერებდი… ამის გამო ძაკარდოს აუცილებლად ვახშამზე დავპატიჟებ. გარემარბის პოზიციაზე კარგად ვთამაშობ, რადგან მეტი სივრცე მაქვს და კართანაც ახლოს ვარ.”
“დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, თუმცა ვხედავ, რომ ინძაგი ერთ-ერთი ჩვენგანია, აქ ყველა ერთადაა და ყველას დიდი ენთუზიაზმი აქვს, ინძაგი ნამდვილად დიდებული მწვრთნელია, რომ ასეთ მცირე დროში გუნდის ასეთი გარდასახვა შეძლო.”
“მენეზი ტექნიკური ფეხბურთელია რომელიც მშვენივრად თამაშობს ორივე ფეხით, ის ძალიან სწრაფია და მე ვფიქრობ რომ იგი დიდებული ფეხბურთელია.”
“დიეგო ლოპესი არ მინახავს, რადგან ის ისევ გამოკვლევებს გადის, თუმცა ალბათ რამდენიმე კვირა არ იქნება.”
“უკნიდან თამაში? დიახ, ეს მწვრთნელის მოთხოვნაა, მას სურს, რომ ბურთი ვაკონტროლოთ და არასოდეს მოვიშოროთ ის უაზროდ. ორი მატჩი მოვიგეთ და კარგად ვთამაშობთ, “იუვენტუსთან” მატჩს პოზიტიური განწყობით ვხვდებით, თან სახლში ვთამაშობთ, თუმცა ისინი ისევ ჩემპიონატის ყველაზე ძლიერ გუნდად რჩებიან.
“მილანი” – “იუვენტუსი”, 1 – X თუ 2 ? 1.. ” – განაცხადა “მილანის” ახალწვეულმა