ბონი იმედგაცრუებულია: “ზოგჯერ მართლა მიკვირს, რატომ მოვედი აქ”
უილფრედ ბონი უსაზღვრო იმედგაცრუებას გამოთქვამს “სტოკ სიტიში” არენდის წესით გადასვლის გამო და მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც უკან, “მანჩესტერ სიტიში” დაბრუნდება.
“წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ არ ვთამაშობ. მეუბნებიან ყველაფერს კარგად აკეთებ, ძლიერი ხარო, მაგრამ არ მათამაშებენ. ამაზე ფიქრი მაგიჟებს, მაბრაზებს.
ამის შესახებ კითხვა მარკ ჰიუზსაც დავუსვი, მან კი მითხრა, რომ კარგად ვთამაშობ, ყველაფერს კარგად ვაკეთებ, მაგრამ არ იცის, რატომ არ მათაშებს.
ზოგჯერ მართლა მიკვირს, რატომ მოვედი აქ.
სეზონის ბოლომდე მოცდას ვაპირებ. “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, ასე რომ, უკან დავბრუნდები და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ,” – აცხადებს ბონი.