ბონუჩი: “24 საათის შემდეგ, მინდა განმარტება გავაკეთო”
ლეონარდო ბონუჩიმ, რომელიც ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.
როგორც იცით, “კალიარისთან” მატჩში მომხდარის შემდეგ, “იუვენტუსის” მცველმა თქვა, რომ დამნაშავეები “კალიარის” ფანები და მოის კენი თანაბრად არიან. მისმა ამ სიტყვებმა ცნობილი ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის მარიო ბალოტელი, რაჰიმ სტერლინგი და დანიელ სტარიჯიც იყვნენ.
ბონუჩიმ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გამოექვეყნებიან.
“24 საათის შემდეგ, მინდა განმარტება გავაკეთო. გუშინ ინტერვიუ მატჩის დასრულების შემდეგ ჩამომართვეს და ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს. ალბათ, ეს იმის ბრალიცაა, რომ ჩემი აზრი ძალიან სწრაფად გადმოვეცი. ამ თემაზე (რასიზმი) სასაუბროდ საათები და წლებიც კი არ იქნება საკმარისი. მე რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. რასისტული შინაარსის შეძახილები მიუღებელია”, – წერს ბონუჩი Instagram-ში.