ბონუჩი: “ბარსელონა” ახლა უფრო სუსტია, ვიდრე – ორი წლის წინ!”
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთამენთს ტურინის “იუვენტუსი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა ხვალ, იტალიაში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ამ ჯახზე ტურინელთა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეონარდო ბონუჩიმ ისაუბრა.
“არასდროს გამიხსენებია 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ვფიქრობ, ეს განსხვავებული შეხვედრა იქნება. ჩვენი დაცვა ახლა გაცილებით ძლიერია. ხოლო, “ბარსელონა” კი ისე კარგი აღარაა, როგორც – ორი წლის წინ.”
“ალბათ, ნახსენებ ფინალში ფიზიკურად უფრო ძლიერი ნახევარდცვა გვყავდა, რადგან მაშინ ჩვენი გუნდის ღირსებას არტურო ვიდალი და პოლ პოგბა იცავდნენ. თუმცა, მთლიანად გუნდი უფრო ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. მას შემდეგ ნამდვილად განვვითარდით.”
“ბარსელონას” რაც შეეხება, ნეიმარი უფრო ძლიერია, მასკერანო, რომელიც დაცვას ამაგრებს, ორი წლით უფრო დაბერდა, ხოლო ხოლო რაკიტიჩმა ნამდვილად აიმაღლა სათამაშო დონე.”
“ორივეს ძლიერი დაცვა გვყავს. თუმცა, თუ ჩვენ გააზრებულად ვითამაშებთ, ჩვენი აჯობებს,” – განაცხადა ლეონარდომ.