ბონუჩი: “გატუზომ და ალეგრიმ იციან, როგორ შექმნან გასახდელში სათანადო ატმოსფერო”
ცხრა მაისს “კოპა იტალიის” ფინალში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” ერთმანეთს “იუვენტუსი” და “მილანი” დაუპირისპირდებიან. საგულისხმოა, რომ 2011 წლის შემდეგ მილანელებმა ერთი ტიტულის მოგება მოახერხეს (2016 წელს, “სუპერკოპა იტალიანა”, რომელიც დოჰაში შედგა).
“როსონერის” კაპიტანმა, ლეონარდო ბონუჩიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“გატუზომ, როგორც ფეხბურთელმა, ყველაფერი მოიგო. იღბლიანი ვარ, რომ ის ახლა ჩემი მწვრთნელია. ალეგრისა და მას რაღაც საერთო აქვთ. მათ კარგად იციან, როგორ უნდა შექმნან გასახდელ ოთახში სათანადო ატმოსფერო. ასევე, ისინი თავიანთი მოთამაშეებისგან საუკეთესოს იღებენ. არ ვფიქრობ, რომ გუნდს მოტივაცია აკლია და სიტყვით გამოსვლა დამჭირდება, რათა მათ რაიმე სახის იმპულსი გადავცე. მით უმეტეს, ასეთი მწვრთნელი გვყავს, რომელიც ძალიან კარგი მოტივატორია,” – ამბობს ლეონარდო.